სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპულ ტურნეს გერმანიის პრეზიდენტთან შეხვედრით იწყებს. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი პრეზიდენტი ვიზიტებს მთავრობის თანხმობის გარეშე გეგმავს. ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა იმ ქვეყნების ჩამონათვალიც, რომელში ვიზიტზეც სალომე ზურაბიშვილს მთავრობამ უარი უთხრა.