ფლორიდის დასავლეთ სანაპიროს თავს ქარიშხალი „იდალია“ დაატყდა. შტატის სანაპიროზე მიახლოებისას ქარიშხალი მესამე კატეგორიის სიმძლავრის იყო, ამჟამად კი მეორე კატეგორიამდე შესუსტდა. ქარის სიჩქარე საათში 110 მილს აღწევს. გამოცხადებულია ტორნადოს საფრთხეც. შტატის ოლქების ნაწილში მოსახლეობის სავალდებულო ევაკუაცია განხორციელდა. ათასზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ჯო ბაიდენის განცხადებით, ფლორიდის გუბერნატორთან მუდმივ კონტაქტზეა და პრეზიდენტის ადმინისტრაცია შტატს ყველაფრით უზრუნველყოფს.