რუსეთში, ქალაქ გელენჯიკის მახლობლად ტყის ხანძარია. ქალაქის მერის განცხადებით, ცეცხლის ქრობის სამუშაოებში 441 ადამიანი მონაწილეობს, ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში 80 ერთეული სახანძრო მანქანა, თვითმფრინავი და ვერტმფრენია ჩართული. ხანძარმა 118 ჰექტარის ტერიტორია მოიცვა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ სპეციალური ეკიპირებისა და აღჭურვილობის მქონე მოქალაქეებს დახმარება სთხოვა. რუსული მედიის ცნობით, ხანძრის გაჩენის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული.