ევროკომისია მზად არის უკრაინის ინტერესებში რუსეთის ფედერაციის გაყინული აქტივების გამოყენებაზე წინადადებით გამოვიდეს. ევროკომისიის წარმომადგენლის, კრისტიან ვიგანდის განცხადებით, დიდი შვიდეულის ქვეყნებთან საკითხზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. მოლაპარაკებები ესპანეთის მთავრობასთანაც გრძელდება, რომელიც ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა. ვიგანდმა აღნიშნა, რომ ქვეყანას შესაბამისი დოკუმენტი უკვე გაეგზავნა. განცხადებას აკთებს შიდა ბაზრის საკითხებში ევროკომისარი, ტიერი ბრეტონიც. მისი თქმით, უკრაინისთვის მეტი საბრძოლო მასალის წარმოებაზე, ევროკავშირის ქვეყნებმა და ევროინსტიტუციებმა სამართლებრივი აქტი სწრაფად მიიღეს. მანვე ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნები სამრეწველო პროექტების გეგმას სახავენ, რომელიც წელიწადში მილიონზე მეტი საბრძოლო მასალის წარმოების საშუალებას იძლევა.