ევროკომისია ევროკავშირის გაფართოების იდეას ემხრობა, თუმცა კონკრეტული თარიღების დათქმას ეწინააღმდეგება, - ასე გამოეხმაურა ევროკომისიის პრესსპიკერის მოადგილე დანა სპინანტი შარლ მიშელის განცხადებას. მისი თქმით, გაფართოებაზე განცხადებების გაკეთებისას ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროკომისიის პრეზიდენტთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან კონსულტაციები არ გაიარა. აღნიშნულ განცხადებას უკვე მოჰყვა შეფასებები ქართულ პოლიტიკურ სპექტრშიც.