თბილისის ქუჩების დატბორვას დარგის სპეციალისტები ქალაქის მერიის არასწორი და არათანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად მიიჩნევენ. ურბანისტები და არქიტექტორები ამტკიცებენ, რომ შეცვლილი კლიმატისთვის ყველა ნორმალური ქალაქი ემზადება, რაც ქალაქგეგმარების ერთ-ერთი ძირითადი ასპექტია, დედაქალაქის მთავრობამ კი ეს სათანადოდ ვერ გაითავისა.