ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ცნობით საბა საზონოვი ტურინშია და უახლოეს საათებში „ტორინოს“ ფეხბურთელი გახდება. იტალიურ გუნდს საზონოვის ტრანსფერი მოსკოვის „დინამოდან“ 3 მილიონი ევრო დაუჯდება– წერს ჯანლუკა დი მარციო.
„მცველი საზონოვი „ტორინოში“ სამ მილიონ ევროდ გადასვლასთან ახლოს არის. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის და შემდეგ ტურინულ კლუბთან კონტრაქტს მოაწერს ხელს“, – ამტკიცებს ჯანლუკა დი მარციო. აქამდე გავრცელებული ინფორმაციებით, საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველის დამატებით ყველაზე მეტად „უდინეზე“ და „ბეშიქთაში“ იყვნენ დაინტერესებულები.
თურქული მედიის ცნობით, სტამბოლელთა სატრანსფერო სიაში, საზონოვის გარდა, შედიოდნენ „ტოტენჰემის“ დავინსონ სანჩესი და „ატალანტას“ ფეხბურთელი ბერატ ჯიმსიტი. იტალიური მედია კი ამტკიცებდა, რომ „უდინეზე“ საბა საზონოვის შეძენას შეეცდებოდა და სატრანსფერო ბაზრის ბოლო დღეებში გააქტიურდებოდა. ეს „უდინეზეშიც“ დაადასტურეს და საბა საზონოვის ამჟამინდელ კლუბ მოსკოვის „დინამოშიც“.
თუმცა, საბოლოოდ, გავრცელებული ცნობებით, საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა „ტორინოში“ თამაში ამჯობინა. ტრანსფერის დადასტურების შემთხვევაში საბა საზონოვი საქართველოს ნაკრების მესამე მოთამაშე იქნება, რომელიც იტალიის სერია A-ში ითამაშებს, ასეთი რამ ქართული ფეხბურთის