რეანიმაციული და ქირურგიული სერვისის მიმწოდებელი კლინიკებისთვის ახალი სანებართვო პირობები შემოდის, რომელთა დაკმაყოფილების გარეშე, საავადმყოფოებს მომსახურების გაწევის უფლება არ ექნებათ.სტანდარტი აწესებს შესაბამის პირობებს რეანიმაციული განყოფილების ინფრასტრუქტურული მოწყობის, აღჭურვილობის, ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევების, სპეციალური ოპერატიული პროცედურების, მომსახურების ხარისხის, სამედიცინო პერსონალის რაოდენობისა და განათლების ვალდებულების კუთხით. ახალი სტანდარტები დაწესდა ქიმიოთერაპიული, ასევე ბარიატრიული სერვისების მიმწოდებლებისთვისაც. ქიმიოთერაპიული მომსახურების მიმწოდებლებისთვის სანებართვო პირობები 2 ნაწილად ამოქმედდება. ცვლილებები, ძირითადად, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან, რამდენიმე პუნქტზე კი 2024 წლის 1-ელი სექტემბრიდან შევა ძალაში.