თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ქართველ მოსწავლეთა ნაკრებმა 15 წლამდელთა სასკოლო მსოფლიო ოლიმპიადაში 7 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა. გიმნაზიადა ბრაზილიაში, რიო დე ჟანეიროში გაიმართა. ქართველი მოსწავლეების მონაწილეობა საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციების ორგანიზებითა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დახმარებით განხორციელდა.