დატბორილია ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები, წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტროსადენები - მოვუწოდებთ მოსახლეობას, თავი შეიკავონ ქუჩებში გადაადგილებისგან, - ამის შესახებ ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე: 2 722222.
„თბილისში მოსულმა ძლიერმა ნალექმა და ქარმა პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს. დატბორილია ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები, წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტროსადენები.
თბილისის მუნუციპალიტეტის ყველა შესაბამისი უწყება, შსს -ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად, სრულად არის მობილიზებული და დაწყებულია პრობლემების აღმოფხრა. ადგილზე იმყოფებიან თბილისის ყველა რაიონის გამგეობების წარმომადგენლები”, - ნათქვამია განცხადებაში.