ოპოზიციის წარმომადგენლები აკრიტიკებენ საპენსიო აქტივების მართვის წესის ცვლილებას, რომლის თანახმადაც საპენსიო სქემაში მონაწილეთა დანაზოგები სამ სხვადასხვა პორტფელში - მაღალრისკიან, საშუალორისკიან და ნაკლებადრისკიანში გადანაწილდება.
“ქართული ოცნების” ოპონენტები ამბობენ, რომ აღნიშნული სქემა თავიდანვე საეჭვო იყო, თუმცა ამ ცვლილებამ ვითარება კიდევ უფრო მეტად გაართულა.