შიომღვიმის მონასტრის მიმდებარედ არსებული ხევის ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოები უკვე დასრულებულია, პროცესში ყველა შესაბამისი უწყება იყო ჩართული. ადგილზე მძიმე ტექნიკაც მუშაობდა, რომელმაც ხევის ტერიტორია ჩამოშლილი მასისგან გაწმინდა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, რისკები მინიმუმადე არის დაყვანილი. მონასტრის ტერიტორიაზე გადაადგილება არ იზღუდება თუმცა, ხევის ტერიტორიაზე, სადაც მძიმე ტექნიკა ამ დრომდე რჩება, სასულიერო პირებსა და მომლოცველებს გადაადგილება ეკრძალებათ.