შარლ მიშელი ევროკავშირის გაფართოების თარიღად 2030 წელს ასახელებს. მიშელი ასევე აცხადებს, რომ გაფართოების პროცესი რთული და ზოგჯერ მტკივნეული პროცესი იქნება. ამ განცხადებას ქართველი პოლიტიკოსები უკვე გამოეხმაურნენ. ისინი კვლავ ურთიერთბრალდების რეჟიმში არიან, თუმცა ორივე მხარე აცხადებს, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია.