ბელარუსში რუსეთის შეიარაღებული ძალების ახალი ეშელონი ჩავიდა. მედიის ცნობით, ეს რუსეთის უკვე მეორე ეშელონია, რომელიც ბელარუსში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამხედრო წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად იმყოფება. ბელარუსული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორიაზე კიდევ 4 სამხედრო წვრთნის ჩატარებაა დაგეგმილი.