სიენენის ინფორმაციით, აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საქმეზე, რომელიც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობას ეხება, პირველი სასამართლო განხილვა 2024 წლის 4 მარტს - საპრეზიდენტო პრაიმერიზის „სუპერსამშაბათის" წინ ჩატარდება. გამოცემის ცნობითვე, ტრამპის ადვოკატები სასამართლო განხილვის გადადებას 2026 წლამდე, ბრალდების მხარე კი - სასამართლო პროცესის დაწყებას უკვე 2024 წლის 2 იანვრისთვის ითხოვდა. ფედერალური მოსამართლის ტანია ჩუტკანის გადაწყვეტილებით, განხილვა 2024 წლის 4 მარტს დაიწყება.