ვარშავის შოპენის აეროპორტიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. მიზეზი ერთ-ერთი მგზავრის ბარგში ხელყუმბარის, ოთხი ტყვიისა და სხვა საბრძოლო მასალის აღმოჩენა გახდა. აეროპორტიდან 400-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მესაზღვრეებმა სამხრეთ აფრიკის მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველების მიერ დაკავებული პირი 41 წლის მამაკაცია, რომელიც უკრაინიდან მიემგზავრებოდა.