მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, უკრაინას მეტი დახმარება სჭირდება. მისი თქმით, თუ ომში მყოფი ქვეყანა მეტ დახმარებას არ მიიღებს, რუსეთი მხოლოდ უკრაინასა და მოლდოვაზე არ გაჩერდება. მოლდოვის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დნესტრისპირეთში არსებობს რეჟიმი, რომელსაც რუსეთი მხარს უჭერს. მაია სანდუმ კომენტარი ევგენი პრიგოჟინის სიკვდილთან დაკავშირებითაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ესაა მორიგი ფაქტი, რომელიც რუსეთიდან მომდინარე რისკებს ადასტურებს.