შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსის გარკვეულ ტერიტორიაზე რამდენიმე დღის განმავლობაში შეზღუდვები დაწესდება. გეოლოგების რეკომენდაციით, ტერიტორიაზე არ დაიშვებიან მომლოცველები, არც ტურისტები და მონასტერში მცხოვრები სასულიერო პირები.
დაიწყება ჩამოშლილი მიწის მასის გაწმენდითი სამუშაოები. გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა მუშაობა უკვე დაასრულეს, საბოლოო დასკვნის მომზადებას რამდენიმე დღე დასჭირდება.