მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, უკრაინას მეტი მხარდაჭერა სჭირდება და ყველამ უნდა გაიგოს, რომ თუ უკრაინას არ დაეხმარებიან, მაშინ რუსეთი უკრაინაში ან მოლდოვაში არ გაჩერდება.
მოლდოვის პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ უკრაინას მალე მეტი მხარდაჭერა ექნება, რათა ქვეყანამ თავისი ტერიტორიები დაიბრუნოს.
მოლდოვა დღეს დამოუკიდებლობის 32-ე წლისთავს აღნიშნავს. ქვეყანა უკრაინას ესაზღვრება და რუსეთთან სერიოზული დაძაბულობა აქვს, განსაკუთრებით პრორუსულ სეპარატისტულ დნესტრისპირეთის ტერიტორიასთან დაკავშირებით, სადაც რუსული ჯარები არიან განლაგებული.