შიომღვიმის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეთა შესვლა შეზღუდულია. ადგილზე გეოლოგები ვითარებას შეისწავლიან და კონკრეტული ღონისძიება გატარდება. შიომღვიმის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანა მხარეს, 200 მეტრის სიმაღლეზე კლდის ფხვიერი მასა ჩამოიშალა, რომელსაც რაიმე დაზიანება, გზის ჩახერგვა, ან შენობის დაზიანება არ მოჰყოლია.