რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად "ვაგნერის“ ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის სიკვდილი ოფიციალურად დაადასტურა. უწყების ინფორმაციით, ტვერის ოლქში ავიაკატასტროფის ათივე მსხვერპლის ვინაობა დადგენილია და მგზავრთა სიას შეესაბამება. მათივე ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში დასრულდა მოლეკულურ- გენეტიკური გამოკვლევა. ოთხშაბათს ტვერის ოლქში კერძო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელიც მოსკოვიდან სანკტ-პეტერბურგში მიფრინავდა. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი დაიღუპა.