ოპოზიციური სპექტრის შეფასებით, დიმიტრი მედვედევის მიერ გაკეთებული განცხადება ,,ქართული ოცნებისა" და ოკუპანტი ქვეყნის კავშირებს კიდევ ერთხელ ადასტურებს. ოპოზიციის წევრები განმარტავენ, რომ მმართველი გუნდი საკუთარი ნაბიჯებით პუტინისა და მისი გარემოცვის გულის მოგებას ცდილობს. შეგახსენებთ, დიმიტრი მედვედევმა საქართველოს ხელისუფლების პრაგმატიზმი მოიწონა და პირდაპირ თქვა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ვითარდება, ხოლო სალომე ზურაბიშვილზე განმარტა, რომ ის ფრანგია და ქვეყნის ეკონომიკის განვითარების წინააღმდეგ გამოდის.