საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ინფორმაცია თითქოს რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები არ მუშაობს, სიმართლეს არ შეესაბამება. ბორელის თქმით, ერთი წლის განმავლობაში მათ უკვე შეძლეს მოსკოვის შესაძლებლობების შეზღუდვა, საკვანძო ბაზრებიდან ქვეყნის გამოდევნა და რუსეთის ინდუსტრიული და ტექნოლოგიური შესაძლებლობების მნიშვნელოვანი დეგრადაცია. ევროკავშირმა სამოგზაურო აკრძალვა დაუწესა და აქტივები გაუყინა 1 500-ზე მეტ ფიზიკურ პირსა და 250-მდე ორგანიზაციას.