“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეგიონული მდივნის, გიორგი ბოტკოველის განცახდებით,“ქართული ოცნება” მევენახეების დახმარების ნაცვლად, მათი გაშავების კამპანიითაა დაკავებული. ბოტკოველი ამბობს, რომ მევენახეებს, რომლებსაც უამინდობის გამო მოსავალი გაუნადგურდათ, სუბსიდიისთვის გამოყოფილი 20 თეთრი შარშანდელი მოსავლის მოცულობის მიხედვით უნდა მიიღონ. პარტია აპირებს ღვინის ეროვნულ სააგენტოს, სადეპუტატო კითხვებით მიმართონ და დამატებითი ინფორმაცია გამოითხოვონ.