საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზაზე მიწის მასა ჩამოიშალა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცახდებით, აღნიშნულ მონაკვეთზე არსებული კედელი იყო დაბზარული, ამიტომ გზის მონაკვეთზე წარმოებდა კედლის გამაგრების სამუშაოები. უწყების ცნობით, მიწის მასა სწორედ იმ მონაკვეთზე ჩამოიშალა, სადაც გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობდა. სავტომობილო გზების დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მიწის ჩამოშლა ხიდის მშენებლობისას კლდის მოჭრამ გამოიწვია, არ შეესაბამება სინამდვილეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.