პარტია “ლელო” სამაშველო სამსახურის თანამშრომლებისთვის ხელფასის ზრდასა და მათი საქმიანობის სათანადო დაფასებას ითხოვს. ამის შესახებ პარტიის წარმომადგენელმა, თაზო დათუნაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში არსებული ეკონომიკური პირობებისა და ინფლაციის გათვალისწინებით, მაშველების ანაზღაურება მათ შრომასა და თავგანწირვას არ შეესაბამება. ლელომ ხელისუფლებას დღეს კიდევ ერთხელ მიმართა და შოვის ტრაგედიის ობიექტური გამოძიება მოითხოვა.