მოქალაქეებმა 6 სექტემბრამდე თავად უნდა შეაფასონ რისკები იმ თანხის დასაბანდებლად , რომელიც მომავალში მათ პენსიად უნდა იქცეს. ამ დრომდე მოქალაქეების საპებსიო დანაზოგი ნაკლები რისკის შემცველ აქტივებში იდებოდა, თუმცა ახალი გადაწყვეტილების მიხედვით, მიმდინარე წლის 6 აგვისტოდან მოქალაქეებისთვის დამატებით კიდევ ორი მაღალ და საშუალო რისკიანი საინვესტიციო პორტფელი ხელმისაწვდომი გახდა. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეები 6 სექტემბრამდე არჩევანს არ გააკეთებენ, დანაზოგები ავტომატურად გადანაწილდება.