შოვში, სტიქიის შედეგად გვანცა ბუბაშვილის გარდაცვალება დადასტურდა. ინფორმაცის გარდაცვლილის ოჯახის ახლობელი ავრცელებს. ბუბაშვილი შოვში მეგობრებთნ - სალომე ხეთაგურთან და ნინო კენჭაძესთან ერთად იმყოფებოდა. მაშველებმა სტიქიის ზონაში სამივე მათგანის ცხედარი იპოვეს. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიას 31 ადამიანი ემსსხვერპლა. 2 მოქალაქეს ისევ ეძებენ.