ჩემი რჩევა შემდეგი ელჩისადმი იქნებოდა, რომ შეინარჩუნოთ ყურადღება იმაზე, რაც მნიშვნელოვანია და საქართველოს საუკეთესო ინტერესებშია - განცხადება დღეს კელი დეგნანმა ელჩის პოზიციაზე მუშაობის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ელჩმა განმარტა, საქართველოს ეკლესია, კულტურა და ტრადიციები უკეთ იქნება დაცული ევროპული სისტემის ფარგლებში. მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეები ევროპული ოჯახის წევრობას იმსახურებენ