საბერძნეთში ხანძრის ასობით კერას აქრობენ. ტყის ხანძრების გაჩენის ბრალდებით ადგილზე 79 ადამიანი დააკავეს. სამოქალაქო დაცვის მინისტრის, ვასილის კიკილიასის თქმით, ათენიდან ჩრდილო-დასავლეთით, პარნიტას მთაზე ხანძრის ახალი კერების გაჩენის რამდენიმე მცდელობა იყო. მიმდინარე კვირაში სტიქიას ქვეყანაში 20 ადამიანი ემსხვერპლა. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ცეცხლის ჩაქრობაში ასობით მეხანძრე არის ჩართული. ცეცხლის გაჩენის შემთხვევებს საბერძნეთის პოლიცია და სადაზვერვო სამსახური იძიებენ.