თბილისის საკრებულოს სხდომა ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დაპირისპირებით დაიწყო. დარბაზში არ შეუშვეს ის მოქალაქეები, რომლებზეც საშვი იყო დაშვებული, რამაც ოპოზიციონერთა გაღიზიანება გამოიწვია. სწორედ დღევანდელ სხდომაზე უნდა დაამტკიცონ ის პროექტები, რომლის უკანაც ოპოზიცია “ქართული ოცნებისა” და ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების ინტერესებს ხედავს.