რუსეთს მობილიზაცია არ შეუწყვეტია და ამჟამად, დამატებით 450 000 ადამიანის გაწვევის შესაძლებლობას განიხილავს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა.
„ახლა განიხილავენ ვარიანტს, საკითხი ჯერ არ არის ბოლომდე გადაწყვეტილი, რომ დამატებით 450 000 გაიწვიონ", - აღნიშნა ბუდანოვმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთში მობილიზაციის პროცესი არ შეწყვეტილა. გასულ შემოდგომაზე მათ 350 000 მოქალაქე გაიწვიეს, მაგრამ ფარული მობილიზაცია მუდმივად გრძელდება და ახლა ყოველთვიურად 20 000-22 000-მდე ადამიანის გაწვევა ხორციელდება.
"თავად ეს ფაქტი შემდეგ კითხვას ბადებს: რატომ არის ასეთი რიცხვი, თუ დანაკარგები, როგორც ამბობენ, მიზერულია?", - აღნიშნა ბუდანოვმა.