თბილისის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და დარგის სპეციალისტები ესწრებიან. სხდომის განხილვის მთავარი თემა ის პროექტებია, რომელიც საკრებულომ ხვალინდელ სხდომაზე უნდა დაამტკიცოს.
სხდომაზე ერთმანეთს ოპოზიციიისა და “ქართული ოცნების” წარმომადგენლები არაერთხელ დაუპირისპირდნენ. როგორც მმართველი გუნდის ოპონენტებმა განაცხადეს, მერია და საკრებულო ერთმანეთთან შეთანხმებით, ქალაქში „ურბანულ გენოციდს“ აწყობენ.
კიდევ რა განცხადებები გაჟღერდა დღევანდელ სხდომაზე უფრო ვრცლად ჩვენი ჟურნალისტი, ხატია სამხარაძე ისაუბრებს.