ყველა გავლენიანმა წყარომ დაადასტურა, რომ ვაგნერის მეთაური, ევგენი პრიგოჟინი მკვდარია. ქალაქ ტვერის მახლობლად, თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, მასთან ერთად ვაგნერის დამფუძნებელი, დმიტრი უტკინიც დაიღუპა. საერთაშორისო ლიდერები მომხდარში პუტინის ბრალეულობაზე პირდაპირ მიუთითებენ.