შოვში, სტიქიის ზონაში ნაპოვნი 29 ცხედრიდან 28 იდენტიფიცირებულია. ამის შესახებ ონის მერმა განაცხადა. ადგილზე სამძებრო-სამუშაოები გრძელდება, მაშველები 4 დაკარგულს ეძებენ. სტიქიიდან 22-ე დღეს სამძებრო არეალი ისევ გაიზარდა და სამუშაოები ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში, ასევე მდინარე რიონისა და ჭანჭახის კალაპოტებში მიმდინარეობს