თბილისის საკრებულოში, ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ, საკრებულოს წევრებთან - ლილე ლიპარტელიანთან და ანა გოგოლაძესთან ერთად, ბრიფინგი გამართა და კახი კალაძეს მოუწოდა, რომ თავად გასცეს საზოგადოებას პასუხი იმ სადაო პროექტებზე, რომლებსაც საკრებულო ხვალ განიხილავს.
ნადირაძე ამტკიცებს, რომ თუკი დედაქალაქის მნიშვნელოვან ტერიტორიებზე ცათამბრჯენების აშენება არა ვანო ჩხარტიშვილისა და ბიძინა ივანიშვილის, არამედ თბილისელების ინტერესებში შედის; ეს საზოგადოებას თავად კალაძემ უნდა განუმარტოს.