აფხაზეთი რუსეთთან ახლო და სამოკავშირო ურთიერთობების მომხრეა, თუმცა რესპუბლიკაში არ არსებობს პოლიტიკური ძალები, რომლებიც რუსეთის შემადგენლობაში შესვლის სურვილს გამოხატავდნენ, – ასე გამოეხმაურა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. "უშიშროების საბჭოს" მდივანი, სერგეი შამბა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებას, რომლის თქმითაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა ჯერ კიდევ პოპულარულია და სრულიად შესაძლოა, განხორციელდეს, თუ ამის საფუძვლიანი მიზეზები იარსებებს.