მიმდინარე წელს საქართველოში აივ ინფიცირების 393 შემთხვევა გამოვლინდა, შარშან შესაბამის პერიოდში კი - 394. ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ცნობით, ცენტრში რეგისტრირებულია 10170 აივ ინფიცირებული პირი. მათ შორის 7604 მამაკაცია და 2566 ქალი. მათივე ცნობით, პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა.