საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დმიტრი მედვედევის მუქარას ეხმიანება და მას რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პოლიტიკის გარძელებად და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მორიგ მცდელობად. ცნობისთვის რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ამბობს, რომ მისი ქვეყნისთვის არასასურველი პროცესების განვითარების შემთხვევაში, რუსეთი საქართველოს ორ რეგიონს, აფხაზეთს და „სამხრეთ ოსეთს“ შეიერთებს.