ინდოეთი მეოთხე ქვეყანა გახდა, რომელმაც მთვარეზე კოსმოსური ხომალდი დასვა. აპარატი მთვარის სამხრეთ პოლუსის მახლობლად, შეუსწავლელ არეალში დაჯდა. მეცნიერების ვარაუდით, ამ ნაწილში შეიძლება გაყინული წყლის და ძვირფასი ელემენტების მარაგი აღმოჩნდეს. ექსპერტების შეფასებით, მისიამ დაამტკიცა, რომ ინდოეთის უპირატესობა კოსმოსის კვლევის და ტექნოლოგიის სფეროში იზრდება. შეგახსენებთ, რომ ინდოეთის აპარატის მთვარეზე წარმატებულ დაშვებას წინ უძღოდა რუსეთის აპარატის, „ლუნა-25-ის“ ავარია.