ჰავაის კუნძულ მაუიზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ათასზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება. FBI-ის სპეციალური აგენტი, სტივენ მერილი აცხადებს, რომ 2500 დაკარგულიდან 1400 ადამიანი ცოცხალია და უსაფრთხოდ ადგილას იმყოფება. მაუიზე ხანძრები 8 აგვისტოს გაჩნდა. მან ჰავაის სამეფოს ყოფილი დედაქალაქი, ლაჰაინა მთლიანად გაანადგურა. გასული საუკუნის განმავლობაში, მაუიზე გაჩენილი ხანძრები ყველაზე მომაკვდინებელი იყო. ცეცხლითა და კვამლით, სულ მცირე, 115 ადამიანი დაიღუპა.