მე-15 საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“, რომელიც გუშინ, 22 აგვისტოს დაიწყო, 24 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება. ფესტივალის დამფუძნებელია მევიოლინე და დირიჟორი ლიანა ისაკაძე, ხოლო მისი სამხატვრო ხელმძღვანელია გერმანიაში მოღვაწე მუსიკოსი გიორგი ისაკაძე. ფესტივალის ფარგლებში, ერთი თვის განმავლობაში, დაგეგმილია ექვსი კონცერტი, რომლებსაც ბორჯომი, ბათუმი და თბილისი უმასპინძლებს. „ღამის სერენადები“ ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე საერთაშორისო ფესტივალია საქართველოში, რომელიც არსებობის 41 წელს ითვლის. ფესტივალზე ცნობილი საოპერო არიები, დუეტები და ნეაპოლური სიმღერები შესრულდება.