ოპოზიცია საკრებულოს ხმაურიანი სხდომის მოლოდინშია. 25 აგვისტოს თბილისის საკრებულოს სხდომაზე ლაგუნა ვერეს და აბრეშუმის ფაბრიკის ცათამბჯენების პროექტებს განიხილავენ. „ქართული ოცნების“ ოპონენტები მშენებლობების საფრთხეებსა და კორუფციულ გარიგებებზე საუბრობენ. ამბობენ, რომ პროექტების ინიციატორები "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული პირები არიან. ოპოზიცია მერიასა და საკრებულოს მოუწოდებს, რომ არ განიხილონ პროექტი იქამდე, ვიდრე სპეციალისტები შესაბამის დასკვნას არ მოამზადებენ.