მასშტაბური ხანძარი თურქეთში. ტყის ხანძრის გამო ქვეყნის 10-თ დასახლებაში 1100-ზე მეტი ადამიანი არის ევაკუირებული. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ტყის ხანძრის გამო დარდანელის სრუტე ჩაიკეტა და ხომალდები ეგეოსის ზღვიდან მარმარილოს ზღვაში ჯერჯერობით ვერ გადიან. მედიის ინფორმაციითვე, ხანძრის ქრობის სამუშაოებში 26 ვერტმფრენი, 8 თვითმფრინავი-ამფიბია და 180 ერთეული სახმელეთო ტექნიკა მონაწილეობს. თურქული მედია წერს, რომ ხელისუფლება ყველაზე ცუდი სცენარისთვის ემზადება. თურქეთის ჩრდილო-დასავლეთში ხანძრის ლოკალიზება 12 საათზე მეტია ვერ ხერხდება.