რუსების მიერ გატაცებულ ქართველ მწყემსებთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს. მასში ნათქვამია, რომ უწყებამ საქართველოდ 2 მოქალაქის გატაცების შესახებ უკვე აცნობა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. ამ ეტაპისთვის, ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებულ პირთა უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.