კინემატოგრაფისტები და გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების, ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები, კულტურის მინისტრს - თეა წულუკიანს დისკრედიტაციაში ადანაშაულებენ. ხელოვანები ამტკიცებენ, რომ მინისტრი დამოუკიდებელი ინსტიტუტების დამორჩილებისთვის იბრძვის და ყველა იმ ადამიანის თუ უწყების დასჯას ცდილობს, ვინც მის პოზიციებს არ იზიარებს.