მმართველი პარტია ამერიკის ელჩზე, კელი დეგნანზე თავდასხმას კვლავ აგრძელებს. “ქართული ოცნების” დეპუტატები, საქართველოში არჩევნების გაყავლბებისა და მოსახლეობის მოსყიდვის შესახებ კელი დეგნანის განცხადებას არ ეთანხმებიან და ამერიკის ელჩს არაადეკვატურობაში ადანაშაულებენ. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ დეგნანზე თავდასხმა ამერიკის შეერთებულ შტატებზე თავდასხმას ნიშნავს.