მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს მამუკა ხაზარაძე მოსკოვში იმყოფება პარტია „ლელოს" წევრებისთვის დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილია. როგორც პარტიაში აცხადებენ, ამის მთავარი მიზანია სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გადაფარვა. განსხვავებული პოზიცია აქვთ მმართველ გუნდში. „ქართულ ოცნებაში" არ გამორიცხავენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია იყოს სიმართლე.