ჯო ბაიდენი ხანძრის შედეგად დაზარალებულ ჰავაის კუნძულ მაუიზე ჩავიდა. ის სტიქიური უბედურების ზონაში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. აშშ-ის ლიდერი მასშტაბური ხანძრის შედეგად დაზარალებულებსა და მაშველებს შეხვდა. ბაიდენმა მოქალაქეებს მიუსამძიმრა და თქვა, რომ დაზარალებულების დასახმარებლად ყველაფერს გააკეთებს.