რუსულმა ძალებმა კრივი-რიჰზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 კერძო სახლი დაზიანდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერჰი ლისაკზე დაყრდნობით ავრცელებს.
„კრივი-რიჰში აფეთქების ხმა გამთენიისას გაისმა. მტერმა სარაკეტო დარტყმა განახორციელა“, - აღნიშნა ლისაკმა.
წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა.